ერევანში პოლიციამ აქციის 125 მონაწილე დააკავა

ერევანში პოლიციამ, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის 125 მონაწილე დააკავა.

ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ძალოვანი უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

ერევანში დილიდან, პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, აქცია განახლდა.

ორგანიზატორებმა ქალაქის ცენტრში ქუჩები დაბლოკეს, ასევე, დაგეგმილია ტრანსპორტის გადაადგილების ბლოკირება.

სომხეთში საპროტესტო აქციები 25 აპრილიდან იმართება.

მმართველი პარტიის ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა „დამანგრეველია სომხეთისთვის და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისთვის, და სომხურ მხარეს  არა მხოლოდ ახალი დათმობებით, არამედ სახელმწიფოებრიობის დაკარგვით ემუქრება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები