რომის პაპი: უკრაინაში ომი კაცობრიობის საშინელი რეგრესია

“უკრაინაში ომი კაცობრიობის საშინელი რეგრესია”, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„ჩემი ფიქრები უკრაინის ქალაქ მარიუპოლისკენ, წმინდა მარიამის ქალაქისკენ არის მიმართული, რომელიც ბარბაროსულად დაიბომბა და განადგურდა. ახლაც, აქედან, მე კიდევ ერთხელ გამოვდივარ მოწოდებით, შეიქმნას უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნები ამ ქალაქის ფოლადის ქარხანაში ბლოკირებული ადამიანებისთვის. მე ვიტანჯები და ვტირი, როდესაც ვფიქრობ უკრაინელი ხალხის ტანჯვაზე, განსაკუთრებით, ყველაზე უძლურების, მოხუცებისა და ბავშვების ტანჯვაზე. საშინელი ცნობები ვრცელდება ბავშვების დევნისა და დეპორტაციის შესახებ, და ახლა, როდესაც ჩვენ ვუყურებთ კაცობრიობის საშინელ რეგრესს, გეკითხებით თქვენ, ამდენი ტანჯული ადამიანებით, ნამდვილად მივისწრაფვით თუ არა მშვიდობისკენ, არსებობს თუ არა სამხედრო და სიტყვიერი ესკალაციის თავიდან აცილების ნება, ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს, რომ შევაჩეროთ იარაღი? გთხოვთ, არ დავნებდეთ ძალადობის ლოგიკას, იარაღის უზნეო სპირალს. მოდით, ავირჩიოთ დიალოგის და მშვიდობის გზა“, – განაცხადა ფრანცისკემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები