უკრაინის გენერალური პროკურორი: ომის დანაშაულის 9000-ზე მეტ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
“რუსული ძალების მიერ ომის სავარაუდო დანაშაულებებთან დაკავშირებით, სულ 9 158 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. შემთხვევები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებს მოიცავს”, – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.
„ჩვენ უკვე დავადგინეთ კონკრეტული სამხედრო დამნაშავეების ვინაობა. ჩვენ მათ პასუხს ვაგებინებთ წამების, გაუპატიურებისა და ძარცვისთვის. სამწუხაროდ, გვაქვს საფუძველი ყოველდღიურად აღვძრათ ახალი საქმეები – მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის, დაბომბვის, ჩვენი მოქალაქეებისა და ბავშვების ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დეპორტაციის შესახებ და ა.შ“, – განაცხადა ვენედიქტოვამ.