ნენსი პელოსი: უკრაინაში დიდი მწუხარებით მოვედი, მაგრამ დიდი სიამაყით ვტოვებ – ამერიკა უკრაინის გვერდით დგას
“ვოლოდიმირ ზელენსკის მე გადავეცი შეერთებული შტატების კონგრესის საერთო გზავნილი, მისი ლიდერობისთვის ამერიკელი ხალხის დადებითი გზავნილი და უკრაინელი ხალხის გამბედაობით გამოწვეული აღფრთოვანება. მე უკრაინაში დიდი მწუხარებით მოვედი, მაგრამ დიდი სიამაყით ვტოვებ მას”,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა უკრაინაში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“დღეს კონგრესის დელეგაცია აქ არის, რათა მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ მსოფლიოს – ამერიკა უკრაინის გვერდით დგას და იდგება მის გამარჯვებამდე. გვქონდა პატივი, შევხვედროდით უკრაინის პრეზიდენტს. ჩვენი საუბარი შეეხო სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას, ისევე როგორც სამომავლოდ ქვეყნის აღდგენის საკითხს. ჩვენ მას გადავეცით ჩვენი ერთიანი მხარდაჭერა და ამერიკელი ხალხის აღფრთოვანება მისი სამაგალითო ხელმძღვანელობითა და უკრაინელი ხალხის გამბედაობით.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ პოლონეთის მთავრობას, ლტოლვილების მიღების კუთხით გაწეული სამუშაოებისთვის. პრეზიდენტ ზელენსკისთან ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ამ დროისთვის ჩვენ ვმუშაობთ პრეზიდენტ ბაიდენის უახლესი ინიციატივის უმოკლეს ვადებში განსახორციელებლად”, – განაცხადა ნენსი პელოსმა.