რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: “აზოვსტალის” ფოლადის ქარხნის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი შენობები 46-მა ადამიანმა დატოვა

აზოვსტალის” ფოლადის ქარხნის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი შენობები 46-მა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დღისით გამოვიდა 25 ადგილობრივი მცხოვრები. დაბნელების შემდეგ, სიჩუმის რეჟიმის გამოყენებით გამოვიდა 21 ადამიანისგან შემდგარი მეორე ჯგუფი, რომელიც დასახლება ბეზიმენოეში გადაიყვანეს“, – აღნიშნავენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

რუსული მხარის ინფორმაციით, ყველა ევაკუირებული სამოქალაქო პირი უზრუნველყვეს ღამის გასატარებლად თავშესაფრით, საკვებით და სამედიცინო დახმარებით. რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მანამდე, მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება და ზოგიერთი მათგანი „სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზეა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები