კელი დეგნანი: ეს არის არაჩვეულებრივი შანსი საქართველოსთვის, რომ წარმოაჩინოს მზადყოფნა ევროკავშირთან სრული შესაბამისობისთვის განახორციელოს რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები

ეს არის არაჩვეულებრივი შანსი საქართველოსთვის, რომ წარმოაჩინოს მზადყოფნა ევროკავშირთან სრული შესაბამისობისთვის განახორციელოს რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

„ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის და თითოეულმა ადამიანმა ეს უნდა აღიქვას სერიოზულად, რადგან ეს მოითხოვს მთლიანი საზოგადოების ჩართულობას. ეს პროცესი მოითხოვს, რომ ყველა ადამიანმა გააცნობიეროს აღნიშნული პროცესის მნიშვნელობა. კითხვარი შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი ძალიან ნალე წარედგინება ელჩ ჰარცელს, ხოლო მეორე ნაწილი არის კიდევ უფრო გრძელი. უფრო მეტ კითხვარს მოიცავს და ზოგადად. აღნიშნული პროცესი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. რაც ევროკავშირის თითოეულმა წევრმა გაიარა. ეს არის არაჩვეულებრივი შანსი საქართველოსთვის, რომ წარმოაჩინოს მზადყოფნა ევროკავშირთან სრული შესაბამისობისთვის განახორციელოს რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები. საქართველომ უკვე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და აღნიშნული გზა უნდა გააგრძელოს“, – განაცხადა დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები