მარიუპოლის მერი: მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, მთავრობას, რომ დღეს უკრაინას ასე უჭერენ მხარს
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, მთავრობას, ყველა მოქალაქეს, რომ დღეს უკრაინას ასე უჭერენ მხარს, – ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, მთავრობას, ყველა მოქალაქეს, რომ დღეს უკრაინას ასე უჭერენ მხარს. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თქვენგან, თქვენი ხალხისგან ვიღებთ დიდ მხარდაჭერას, დიდ დახმარებას, როდესაც ჩვენ პირდაპირ რკალში ვართ რუსული აგრესიისა. მიმდინარეობს, არ წყდება მოლაპარაკება, ჩვენ შეიძლება ითქვას ვსულდგმულობთ იმედით ისევე, როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო და ველით სასიხარულო ცნობას, როდის მოვა ის წუთი, როდესაც გავიგებთ, რომ ასობით ადამიანი, უამრავი დაჭრილი მიიღებს შანსს, რომ შეიქმნას დერეფანი და შეუნარჩუნდეთ სიცოცხლე“, – განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ.