უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტები აგრძელებენ საჰაერო დარტყმებს მარიუპოლზე, მათი ძალისხმევა მიმართულია „აზოვსტალში“ ჩვენი შეიარაღებული ძალების შენაერთების დაბლოკვაზე
ოკუპანტები აგრძელებენ საჰაერო დარტყმებს მარიუპოლზე. მათ ძირითადი ძალისხმევა მიმართეს „აზოვსტალის“ ქარხნის მიდამოში ჩვენი შეიარაღებული ძალების შენაერთების დაბლოკვაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი 18:00 საათისთვის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მტერი აგრძელებს საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს, რათა გაანადგუროს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მოშალოს უკრაინის ჯარების ლოგისტიკური სისტემა.
„რუსეთის სამხედრო შემოჭრასთან უკრაინელი ხალხის გმირული დაპირისპირების 65-ე დღე გრძელდება. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კვლავ გრძელდება. მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე და შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან.
ოკუპანტები აგრძელებენ საჰაერო დარტყმებს მარიუპოლზე. მათ ძირითადი ძალისხმევა მიმართეს „აზოვსტალის“ ქარხნის მიდამოში ჩვენი შეიარაღებული ძალების შენაერთების დაბლოკვაზე. ასევე, განხორციელდა რუსული ჯარების ნაწილების გადასროლა მარიუპოლიდან კურახოვსკის მიმართულებით. მტერი აგრძელებს საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს, რათა გაანადგუროს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მოშალოს ჩვენი ჯარების ლოგისტიკური სისტემა. უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების დასადგენად, მტერმა საჰაერო დაზვერვა ჩაატარა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ოკუპანტები აგრძელებენ რუბეჟნოესა და პოპასნეს დასახლებებზე სრული კონტროლის დამყარების მცდელობებს და იღებს მოსამზადებელ ზომებს სევეროდონეცკისკენ წინსვლისთვის. მტერი აგრძელებს ჩვენი ჯარების საარტილერიო დაბომბვას“, – აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში.