სენატორი ვიკერი – საქართველოს წინააღმდეგობამ რუსული ტირანიის მიმართ ყველა უნდა შთაგვაგონოს

საქართველოს წინააღმდეგობამ რუსული ტირანიის მიმართ ყველა უნდა შთაგვაგონოს, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, როჯერ ვიკერი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სენატორი აღნიშნავს, ის ამაყად დგას საქართველოს გვერდით.

„გამიხარდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა. მისი ქვეყნის წინააღმდეგობამ რუსული ტირანიის მიმართ ყველა უნდა შთაგვაგონოს. მე ამაყად ვდგავარ საქართველოს გვერდით“, – წერს სენატორი „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები