დანილოვი: აშშ-ის მიერ მოწოდებული იარაღი შეცვლის მხარეთა პოზიციებს, თუმცა არა ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინისთვის აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი ომში მხარეთა პოზიციებს შეცვლის.
ამის შესახებ დანილოვმა „რადიო სვაბოდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მხარეთა პოზიციების ცვლილება არ იქნება „ისეთი სწრაფი, როგორც ჩვენ გვსურს“.
დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა უკვე დაიწყეს წვრთნები ახალი იარაღის გამოყენების შესასწავლად.
ამასთან, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მტერი საკუთარ თავზე გამოცდის იმ იარაღს, რომელიც შეიარაღებულმა ძალებმა შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მიიღეს.