სტატისტიკის დეპარტამენტი ვაკანსიებს გთავაზობთ
2014 წლის 1 აგვისტოდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფარგლებში აღმწერის ვაკანტურ პოზიციაზე საბუთების მიღება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე www.hr.gov.ge-ზე და ასევე საქსტატის ოფიციალურ ვებგვერდებზე: www.geostat.ge და www.census.ge განთავსდა.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. ამ მიზნებისთვის შეირჩევა 12 ათასამდე ადამიანი, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად გამოჰკითხავენ. აღმწერის ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღება 15 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.