რუსეთში Novaya Gazeta.Europe “სპეცოპერაციის” შესახებ “მცდარი” ინფორმაციის გავრცელებისთვის დაბლოკეს

“როსკომნადზორმა” გაზეთი Novaya Gazeta.Europe უკრაინაში “სპეცოპერაციის” შესახებ “მცდარი” ინფორმაციის გავრცელებისთვის დაბლოკა.

საიტზე წვდომა რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით შეიზღუდა.

„რესურსზე უამრავი პუბლიკაცია იდებოდა, რომელიც შეიცავდა არასანდო სოციალურად მნიშვნელოვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესახებ შეგნებულად ცრუ ინფორმაციის გავრცელება რუსეთის კანონმდებლობით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები