ყირიმში კატარღამ რუსი სენატორი იმსხვერპლა
ყირიმში, კურორტ ალუშტაზე ტრაგიკული შემთხვევის შედეგად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საბჭოს წევრი მაგადანის ოლქიდან, სენატორი ვლადიმერ კულაკოვი დაიღუპა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტო ,,იტარ-ტასი” იუწყება. თვითმხილველთა თქმით, მას ბანაობის დროს უკნიდან კატარღა დაეჯახა, ხოლო ვინც მას მართავდა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამოცნობის დროს დადგინდა, რომ დაღუპული მაგადანის ოლქის საბჭოს წევრი, სენატორი ვლადიმერ კულაკოვი იყო. მოგვიანებით დააკავეს ის პიროვნება, ვინც კატარღას მართავდა. მიმდინარეობს გამოძიება.