ლუკაშენკო – “მადლობა ღმერთს, დიქტატურა გვაქვს”

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო გამოეხმაურა ბრალდებებს, რომ მის ქვეყანაში დიქტატურაა.

როგორც მან ჩეჩერსკის მცხოვრებლებთან საუბარში განაცხადა, “მადლობა ღმერთს, რომ ქვეყანაში დიქტატურაა. “სამაგიეროდ, ამ დიქტატურის პირობებში წესრიგია”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, დიქტატურის გარეშე “შიშვლები ივლიდნენ”.

მეზობელ ქვეყნებზე საუბრისას ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ისინი არ აძლევენ თავიანთ მოქალაქეებს ბელარუსში უვიზოდ ჩასვლის შესაძლებლობას, რათა ხალხმა არ დაინახოს, რომ ბელარუსები „ნორმალურად ცხოვრობენ“.

ასევე, მან თქვა, რომ ხალხი ბელარუსში ჩადის “მარილის საყიდლად”, რადგან “დიდ, მდიდარ დასავლეთში” მარილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები