“აზერბაიჯანული გაზი უნდა იყოს ექსპორტირებული საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში” – ილჰამ ალიევი

„100 პროცენტით ვასრულებთ გაზის კონტრაქტებით დაკისრებულ ვალდებულებებს. აზერბაიჯანული გაზი უნდა იყოს ექსპორტირებული საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. ამრიგად, თურქეთთან ერთად, ჩვენი გაზის ექსპორტიორი იტალიაც არის“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე „სამხრეთ კავკასია: განვითარება და თანამშრომლობა“-ზე განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს აზერბაიჯანიდან იტალიაში 9 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი იქნა ექსპორტირებული.

„ბუნებრივია, ჩვენ ვგეგმავთ გაზის მოპოვებას არსებული კონტრაქტების ფარგლებში, რომელიც კონკრეტულ მოცულობას ითვალისწინებს, მეტს არ მოვიპოვებთ. მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, თუ აუცილებლობა გაჩნდება, პირველ ყოვლისა, წყაროები უნდა შევაფასოთ, რადგან ჩვენი მოპოვების პოტენციალი ადგილობრივ მოხმარებასა და ექსპორტისთვის არის განკუთვნილი. გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ არაერთი მოთხოვნა უკვე შემოვიდა არა მხოლოდ იტალიიდან, არამედ – ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები