ლუკაშენკო: რუსეთსა და ბელარუსს ვერ დააჩოქებთ

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ დასავლეთი რუსეთს და ბელარუსს ვერ დააჩოქებს.

ამის შესახებ მან ჩეჩერსკში მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ სანქციების ზეწოლა ბიზნესს ახალი შესაძლებლობების ძიებისკენ უბიძგებს.

“ბაზარი ღიაა, უნდა იმოძრაოთ და არა  – იტიროთ”, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, “სანქციების გამო, ბელარუსისა და რუსეთის დაჩოქება შეუძლებელია”, რადგან ამ ქვეყნებს საკმარისი რესურსები, ტექნოლოგიების და ინტელექტუალური არ გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები