ელისო ბოლქვაძე ვატიკანის წმინდა საყდრის ნუნციოს საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ვატიკანის წმინდა საყდრის ნუნციოს საქართველოში, არქიეპისოპოს ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ვატიკანის წმინდა საყდრის ბიბლიოთეკაში საქართველოს არქივისა და ქართული ხელნაწერების შესახებ იმსჯელეს.
„ვისაუბრეთ ასევე სასულიერო მუსიკის მნიშვნელობაზე. განვიხილეთ კულტურული დიპლომატიის სამომავლო პროექტები”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა.
1993 წელს კი საქართველოში გაიხსნა წმინდა საყდრის საელჩო. 2009 წლიდან საქართველოში არსებული დიპლომატიური კორპუსის მეთაურად განისაზღვრა წმინდა საყდრის ნუნციო. წმინდა საყდრის მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა ქართული სიძველეების დაცვასა და აღდგენას.