პრემიერის პრესსამსახური – პრემიერ–მინისტრს ირინა იმერლიშვილისთვის სხდომაზე დასწრების შესახებ საბოლოო დასტური არ მიუცია

საქართველოს პრემიერ–მინისტრს უშიშროების საბჭოს მდივნისთვის სხდომაზე დასწრების შესახებ საბოლოო დასტური არ მიუცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათი განმარტებით, პრემიერ–მინისტრთან შეთანხმებული იყო მხოლოდ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, რომელსაც პრემიერის დავალებით უნდა დასწრებოდნენ მინისტრები.
“თუმცა პრემიერ–მინისტრს ქალბატონ ირინა იმერლიშვილისთვის სხდომაზე დასწრების შესახებ დასტური არ მიუცია. შესაბამისად, სხდომის ჩატარებამდე პრემიერის დასწრება არც მთავრობის ადმინისტრაციას დაუდასტურებია”, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები