ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ჯელალ ქიქავა დააკავეს. მას ბრალდებას დღეს წარუდგენენ.
ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება ქიქავას სასამართლოს უპატივცემულობას ედავება.
საუბარია 28 მარტს გამართულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელსაც ქიქავა ესწრებოდა.
მისივე თქმით, ჯელალ ქიქავა თბილისშია გადაყვანილი.