ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევში მომხდარი აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთის ჯარებმა კიევზე სარაკეტო შეტევა კიევზე განახორციელეს.

მისი თქმით, ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

„28 აპრილის საღამოს, მტერმა დაბომბა კიევი. შევჩენკოვსკის რაიონში ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ყველა სერვისი ადგილზეა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – წერს კლიჩკო „ტელეგრამზე“.

მოგვიანებით კლიჩკომ განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები