დავით უსუფაშვილი – პრემიერმა სხდომაში მონაწილეობა მოუცლელობის მიზეზით ვერ შეძლო

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დასწრება მოუცლელობის გამო ვერ შეძლო. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრემიერი ის თანამდებობის პირია, რომელსაც არც ერთი წუთი არ აქვს თავისუფალი.
“მე რომ მთავრობის ადმინისტრაციაში მოვდიოდი, მაშინ შევიტყვე, რომ პრემიერი ვერ ახერხებდა სხდომაზე მოსვლას. როგორც ჩანს, დაკავებული იყო. ზოგადად, პრემიერი ის თანამდებობის პირია, რომელსაც არც ერთი წუთი არ აქვს თავისუფალი. მეორე მხრივ, შესაბამისი მიმართულების მინისტრები იყვნენ წარმოდგენილები და მათ წარმოადგინეს ამომწურავი ინფორმაცია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის შინაარსობრივ მხარეს არც არაფერი დაკლებია და არც ზედმეტი ყოფილა რამე – ეს იყო საქმიანი შეხვედრა”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები