მედვედევმა დღევანდელი გერმანია მესამე რაიხს შეადარა
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი გერმანელი კანონმდებლების მიერ კიევისთვის მძიმე იარაღის გადაცემის მხარდაჭერას გამოეხმაურა და ამჟამინდელი გერმანია მესამე რაიხს შეადარა.
„გერმანელი კანონმდებლების მიერ კიევის რეჟიმისთვის მძიმე იარაღის მიწოდების დამტკიცება მათი წინამორბედების ქმედებებს მოგვაგონებს, რომლებიც გასულ საუკუნეში გერმანიის პარლამენტში სხვა სახელით ისხდნენ, ასეთი რამე კი, „სამწუხაროდ, მთავრდება“, – თქვა მან.
გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას მხარი 586-მა დეპუტატმა დაუჭირა, 100 წინააღმდეგი იყო, შვიდმა თავი შეიკავა.
დოკუმენტი გერმანიის მთავრობას საშუალებას აძლევს, “უკრაინას მიაწოდოს ეფექტური, მათ შორის, მძიმე იარაღი და გერმანული წარმოების სისტემები”.