სტოლტენბერგი: ფინეთსა და შვედეთს გაშლილი ხელებით მივიღებთ
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთსა და შვედეთს ალიანსში გაშლილი ხელებით მიიღებენ, თუ ისინი განაცხადს გააკეთებენ.
ამის შესახებ The Guardian იტყობინება.
„რა თქმა უნდა, ფინეთმა და შვედეთმა თავად უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ნატო-ში გაწევრიანება. მაგრამ თუ ისინი გადაწყვეტენ განაცხადის შეტანას, მათ გაშლილი ხელებით მივიღებთ. ფინეთი და შვედეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან“, – თქვა მან.