სააკაშვილის ადვოკატი ექსპრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვას ვერ დაესწრება

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვას მისი ადვოკატი ოთო კახიძე ვერ დაესწრება, – ამის შესახებ „კვირას“ კახიძემ განუცხადა. მისი თქმით, დაცვის მხარეს სხდომის გამართვის შესახებ დაგვიანებით ეცნობა.
„დასავლეთ საქართველოში ვარ, პროცესზე ჩამოსვლას სავარაუდოდ ვერ მოვახერხებ. დაცვის მხარეს სხდომის გამართვის შესახებ 10 წუთის წინ გვეცნობა. მიხეილ სააკაშვილს ადვოკატის გარეშე უფარდებენ პატიმრობას”, – განაცხადა კახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები