ირაკლი კობახიძე: ვინც სააკაშვილის გარეთ გამოშვებას ითხოვს, ან მომავალში მოითხოვს, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა იმ პირის მთავარი მიზანი, ვინც პატიმრობიდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს, ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში ჩათრევაა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს.
„ვინც სააკაშვილის გარეთ გამოშვებას ითხოვს ან მომავალში მოითხოვს ამას, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ეს არის სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ნებისმიერ ასეთ მოწოდებაზე, ბუნებრივია, იქნება ძალიან მკაფიო, სააკაშვილმა თავისი სასჯელი უნდა მოიხადოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.