სანდრა ელისაბედ რულოვსი ქართველ მუსიკოსებს კრაკოვში მაგისტრატურის კურსის დასრულებას ულოცავს (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს ექსპრეზიდენტის მეუღლე სანდრა ელისაბედ რულოვსი ახალგაზრდა მუსიკოსებს – მირიან ხუხუნაიშვილს, ირაკლი ჯიბუხაიას და ანა მამისაშვილს მაგისტრატურის წარმატებით დასრულებას და მარია კაჩინსკის სახელობის სტიპენდიის მიღებას ულოცავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სანრდა ელისაბედ რულოვსის ფეისბუქის გვერდზეა განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები კრაკოვში პირველი ლედის დახმარებით სწავლობდნენ.
„2012 წელს, კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის მეშვეობით, გავუშვი 4 ნიჭიერი მუსიკოსი კრაკოვში მაგისტრატურის ხარისხის მისაღებად. ვულოცავ მარია კაჩინსკის სახელობის 3 სტიპენდიანტს, ვინც მიიღო დიპლომი! ისინი არიან: მირიან ხუხუნაიშვილი (დირიჟორობა), ირაკლი ჯიბუხაია (კლარნეტი) და ანა მამისაშვილი (ვიოლინო).ყოჩაღ!“ – წერს სანდრა ელისაბედ რულოვსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.