ამერიკულმა მზვერავმა თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პირველად აღნიშნული ინციდენტის შესახებ ცნობილი გახდა ორი კვირის შემდეგ, როდესაც შვედურმა გაზეთმა ,,სვენსკა დაგბლადეტმა” ერთ-ერთი სამხედრო უწყებიდან საიდუმლო დოკუმენტი მიიღო.
18 ივლისს, 17.00 საათზე, ამერიკულმა მზვერავმა თვითმფრინავმა ,,ბოინგ RC-135″-მა ორჯერ დაარღვია შვედეთის საჰაერო სივრცე. ის დაფრინავდა ბალტიის ზღვის თავზე საათნახევრით ადრე, როდესაც მის შესახვედრად კალინინგრადიდან რუსული გამანადგურებელი აფრინდა. ამერიკულმა ავიალაინერმა გეზი შვედეთისკენ აიღო და მის საჰაერო სივრცეში უნებართვოდ შეიჭრა. დაუდასტურებელი ცნობით, ინფორმაცია სახელმწიფო დონეზე იყო გასაიდუმლოებული, თუმცა მედიამ ის ინკოგნიტო წყაროების მეშვეობით მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები