დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – დასავლეთი უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთისთვის უკრაინაში ომის საფასური მაქსიმალურად მაღალი იქნება

დასავლეთი უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთისთვის უკრაინაში ომის საფასური მაქსიმალურად მაღალი იქნება, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინაში მოსკოვის აგრესიის შესაჩერებლად რუსეთს დამატებითი სანქციები უნდა დაუწესონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი ქვეყნის დაცვაში და რუსეთისთვის რაც შეიძლება მაღალი საფასური უნდა დავაწესოთ, მათ შორის ე.წ. ბრძოლის ველზე. სწორედ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ. უკრაინაში მოსკოვის აგრესიის შესაჩერებლად, ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები რუსეთზე უნდა დააწესონ და კიევს მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნონ“, – აღნიშნა დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა კიევში ვიზიტისას პირობა დადო, რომ უკრაინას მეტ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები