“ოკუპანტები “აზოვსტალში” ქიმიური იარაღის გამოიყენებას გეგმავენ” – უკრაინის გენშტაბი

 

რუსი ოკუპანტები “აზოვსტალში” მშვიდობიანი მოსახლეობისა და დამცველების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების მქონე საბრძოლო მასალების გამოყენებას გეგმავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას “ფეისბუქზე” უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.

„რუსეთს “აზოვსტალში” უკრაინელი დამცველებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე უარი არ უთქვამს. უახლესი მონაცემებით, რუს ჯარისკაცებში დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გეგმაა – ქარხნის შენობიდან უკრაინელი დამცველებისა და სამოქალაქო პირების “გამოყვანა“, – ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნულია, რომ ამისთვის რუსეთის ხელმძღვანელობა მომწამვლელი ნივთიერების შემცველი საბრძოლო მასალების გამოყენებით სარაკეტო იერიშებს გეგმავს.

“პარალელურად, „რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების“ მიერ ქიმიური იარაღის აეროზოლები იქნება გამოყენებული“, – აღნიშნულია დაზვერვის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები