ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი: მზად ვართ საქართველოს მხარდასაჭერად, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გასაძლიერებლად და ქვეყნის რეგიონებში ინვესტიციების გასაზრდელად
ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ვერნერ ჰოიერის თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკი მზად არის საქართველოს მხარდასაჭერად, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გასაძლიერებლად და ქვეყნის რეგიონებში ინვესტიციების გასაზრდელად.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიური შეხვედრების ფარგლებში ვესაუბრე საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს, რომლებმაც განმარტეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, რასაც თავის მხრივ, უკრაინაში მიმდინარე ომი ამძიმებს. მზად ვართ საქართველოს მხარდასაჭერად, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გასაძლიერებლად და ქვეყნის რეგიონებში ინვესტიციების გასაზრდელად“, – განაცხადა ვერნერ ჰოიერმა.