Reuters: პენტაგონი ეძებს საშუალებას, დააჩქაროს იარაღის წარმოება უკრაინისთვის

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ეძებს ახალ შესაძლებლობებს უკრაინისთვის იარაღის წარმოების დასაჩქარებლად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters  აშშ-ის სამთავრობო ვებგვერდზე Sam.gov-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პენტაგონი ეძებს ახალ გზებს, რომ დააჩქაროს და გაზარდოს გამოცდილი და ეფექტური იარაღის წარმოება, რომელიც მოითხოვს მინიმალურ მომზადებას და ექვემდებარება ჩქარ ტრანსპორტირებას უკრაინაში“, – წერს Reuters.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მოთხოვნა შეიარაღების წარმოებისთვის.

პენტაგონს აინტერესებს იარაღის წარმოების ტემპები და კომერციული შესაძლებლობები, რაც დაკავშირებულია საზენიტო, ჯავშანტექნიკის, პერსონალის საწინააღმდეგო, სანაპირო თავდაცვის, ასევე უპილოტო საჰაერო სისტემებთან და კომუნიკაციებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები