24 დაღუპული და 270 დაშავებული – ძლიერი აფეთქება ტაივანში (ვიდეო)

ტაივანში ძლიერი აფეთქებების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 270-მა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მიწისქვეშა გაზსადენში ბუნებრივი აირის, ან ნავთობის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქებების სიმძლავრემ ქუჩაში მდგარი ავტომანქანები ამოაბრუნა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები და მეხანძრეები მუშაობენ, დახურულია სკოლები და ოფისები. მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ადგილობრივ პრესაში აღნიშნავენ, ქალაქში რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ფუნქციონირებს და გამორიცხული არ არის, რომ ავარია მათ უკავშირდებოდეს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=9S_zORxldpk” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები