პოდოლიაკი: უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები ერთ კვირაში დასრულდება

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები პარტნიორ ქვეყნებთან ერთ კვირაში დასრულდება. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები ქვეყნებთან, რომლებიც პოტენციურად უსაფრთხოების გარანტები არიან.

„კონსლუტაციები ქვეყნებთან  პოლიტიკური მრჩევლების დონეზე გრძელდება, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან განიხილონ ის გარანტიები, რომლებსაც საკუთარ თავზე აიღებენ. ცხადია იქ გარანტიების სხვადასხვა პაკეტია. ვფიქრობ, რომ ეს საკითხები კვირის განმავლობაში იქნება დახურული“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები