უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე სამშობლოში ჩამოასვენეს.

მისი ცხედარი აეროპორტიდან ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენეს, საღამოს კი მას გორში გადაასვენებენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არკადი კასრაძის ცხედარს საქართველოსა და უკრაინის დროშებით, ანთებული სანთლებით ხელში დახვდნენ.

არკადი კასრაძე 16 აპრილს, ქალაქ  რუბეჟნოეში, შეტაკების დროს ოკუპანტის ტყვიას ემსხვერპლა. 40 წლის ქართველი მეომარი, უკრაინაში საომრად 2 მარტს წავიდა.

იმავე დღეს კიდევ ორი მებრძოლი, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა დაიღუპნენ. ისინი დაჭრილების დასახმარებლად მიდიოდნენ, როდესაც ავარიაში მოყვნენ. არსებული ინფორმაციით, მათ საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ.

უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას უკვე ცხრა ქართველი მებრძოლი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები