ამერიკის ელჩმა აზერბაიჯანი დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა აზერბაიჯანში რიჩარდ მორნინგსტარმა დიპლომატიური მისიის ვადის ამოწურვის გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანური მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რიჩარდ მორნინგსტარი აზერბაიჯანში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე 2012-2014 წლებში მუშაობდა. პრეზიდენტმა ობამამ ახალი ელჩის პოსტზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რობერტ ფრენსის სეკუტი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები