ტერიტორია გაზის სანაცვლოდ: საიდუმლო შეთანხმებამ გერმანიასა და რუსეთს შორის შეიძლება უკრაინის კრიზისი მოაგვაროს
გერმანია და რუსეთი საიდუმლო სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ, თუ როგორ მოაგვარონ უკრაინის კრიზისი, ამას „ინდეფენდენტი“ აცხადებს. მოლაპარაკების ძირითადი ამოცანები – საზღვრების სტაბილიზაცია და ეკონომიკის გაძლიერებაა, მით უმეტეს, ახალი შეთანხმებით, რომელიც რუსულ გაზს ეხება, – ამის შესახებ წერს ჟურნალისტი მარგარეტ პაგანო.
,,არის ბევრად უფრო სადავო ასპექტები, რის გამოც რუსეთმა შესაძლოა თანხმობა განაცხადის მერკელის გეგმაზე, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღიაროს ყირიმის დამოუკიდებლობა და არა რუსეთის ანექსია”, – ნათქვამია სტატიაში.
საიდუმლო მოლაპარაკების პირველი სტადია ასე გამოიყურება: რუსეთი დაუყონებლივ შეწყვეტს ყველანაირ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას სეპარატიტებისთვის და არალეგარულად შემოყვანილ „ბოევიკებს“ გაიყვანს. საპასუხოდ აღნიშნულ რეგიონებს გარკვეული ლეგიტიმაცია მიენიჭებათ. უკრაინის პრეზიდენტი შეაჩერებს ნატოსკენ სწრაფვას, ხოლო რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, ის ხელს არ შეუშლის უკრაინის და ევროკავშირის ეკონომიკურ კავშირებს.