სალომე სამადაშვილი – აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრაზე: გვქონდა საუბარი პოლარიზაციაზე, საარჩევნო სისტემასთან არსებულ გამოწვევებზე, სასამართლო სისტემაზე
“ლელოს” წევრ სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამერიკელ სენატორებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრნენ.
„ქვეყანაში შექმნილი რეალობა პოლიტიკური ვითარების თვალსაზრისით საკმაოდ აცდენილია იმ სურათს, რომელსაც “ქართული ოცნება” ხატავს ჩვენს დასავლელ მეგობრებთან. ჩვენ გვქონდა საუბარი პოლარიზაციაზე, საარჩევნო სისტემასთან არსებულ გამოწვევებზე, სასამართლო სისტემაზე და იმაზე, თუ როგორ პოზიციონირებს დღეს საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან მიმართებით, მათ შორის, გვქონდა საუბარი გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება სანქციების რეჟიმის შესრულებას“, – განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ვიზიტით მყოფი, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.