დღეს წითელი პარასკევია
დიდი პარასკევი, იგივე წითელი პარასკევი ქრისტიანულმა ეკლესიამ მაცხოვრის ჯვარცმის დღის აღსანიშნავად დააწესა.
წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ცისკრის ჟამნზე თორმეტი ვნების სახარება იკითხება.
დიდ პარასკევს, მაცხოვრის ვნებასთან დაკავშირებით, უსისხლო მსხვერპლშეწირვა – წმინდა წირვა არ აღესრულება, ნიშნად იმისა, რომ თვით უფალი იყო უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების აღსრულებისას.
დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება.
ხვალ საღამოს ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დაიწყება. კვირას კი მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს.