რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინაში შენობებისა და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი დაახლოებით 60 მილიარდ დოლარს შეადგენს, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა განაცხადა.
მისი თქმით, ომის გაგრძელების შემთხვევაში აღნიშნული რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დევიდ მალპასმა აღნიშნა, რომ ე.წ. ვიწრო ზიანის ხარჯების ადრეული შეფასება არ მოიცავს ომის მზარდ ეკონომიკურ ხარჯებს.
„რა თქმა უნდა, ომი ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ ეს ხარჯები იზრდება“, – აღნიშნა მალპასმა.