ივანე ჩხაიძე: ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ომიკრონის“ რამდენიმე ახალი ქვემუტაცია გამოჩნდა – ჯერ ზეიმი ნამდვილად ადრეა
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ომიკრონის“ რამდენიმე ახალი ქვემუტაცია გამოჩნდა.
მისი თქმით, ჯერჯერობით „ჯანმო“ აკვირდება ახალ მუტაციებს და განიხილავს მათ, როგორც ინტერესის ვარიანტებს.
„ჯერ ზეიმი ნამდვილად ადრეა. მეოთხე, ანუ მეორე ბუსტერ დოზის აუცილებლობა ნათელია 50 წელს ზემოთ ადამიანებში. აუცილებელია ბუსტერ დოზის გაკეთება ასევე იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, პირველ რიგში ეს ეხებათ პაციენტებს დაქვეითებული იმუნური სისტემით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.