მინსკში სამმხრივი მოლაპარაკების დროს ტყვეების განთავისუფლების საკითხი გადაწყდა
როგორც ცნობილია, ბელორუსიის დედაქალაქში უკრაინას, რუსეთსა და ბელორუსს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი ეტაპი გაიმართა. მხარეები ტყვეთა გაცვლის საკითხზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, განიხილეს საზღვრის კონტროლის ახალ პარამეტრები, რომლებიც უკრაინამ და რუსეთმა უნდა დაიცვას. შეხვედრაზე განიხილეს ასევე ,,ბოინგ 777″-ის კატასტროფის თემა და მისგან გამოწვეული გლობალური პრობლემები.
ასევე აღინიშნა საერთაშორისო ექსპერტებისთვის თავისუფალი ზონის შექმნის საკითხი, რათა დროულად იქნეს გამოძიებული ავიაკატასტროფის მიზეზები. შეხვედრაში აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრის ინიციატორი იყო უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო. მხარეები ოფიციალურად ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიიწვია.