სერგეენკო – სააკაშვილის განცხადებაზე: სახალხო მღელვარების და სახელმწიფო გადატრიალების დაანონსებაში რაიმე სიახლე არ არის, ამას პერმანენტული სახე აქვს
სახალხო მღელვარების და სახელმწიფო გადატრიალების დაანონსებაში რაიმე სიახლე არ არის, 2012 წლის შემდეგ ამას პერმანენტული სახე აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ დღის წესრიგში შესვლას და ანალიტიკას არ ვაპირებ, მთავრობის ცვლილების სწორი და ლეგიტიმური გზა არის არჩევნები, არჩევნებში მოსახლეობამ დაამტკიცა მისი არჩევანი და მმართველი ძალა არის ის, რომელიც არის. რაიმე პრინციპული სიახლე, სახალხო მღელვარების და სახელმწიფო გადატრიალების დაანონსებაში, არ არის. მეტ-ნაკლები სიხშირით ეს შეიმჩნეოდა 2012 წლის მერე და 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როცა მესამე არჩევნები წააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამან პერმანენტული სახე მიიღო, ასე რომ, ამაში სიახლე არაფერია,” – განაცხადა სერგეენკომ.