მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი: სურსათზე ფასების რეკორდული ზრდის გამო, ასობით მილიონი ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდება

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის, დევიდ მალპასის განცხადებით, მსოფლიო “ადამიანური კატასტროფის” წინაშე დგას იმ სასურსათო კრიზისის გამო, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია.

მალპასმა BBC-ის ეკონომიკურ რედაქტორთან ინტერვიუში თქვა, რომ, სურსათზე ფასების რეკორდული ზრდის გამო, ასობით მილიონი ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდება.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თქმით, აქცენტი უნდა იყოს სასუქისა და საკვების მიწოდების გაზრდაზე, ასევე, მიზნობრივ დახმარებაზე ძალიან ღარიბებისთვის.

“ეს ადამიანური კატასტროფაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვები შემცირდება.  შემდეგ, ეს ასევე გახდება პოლიტიკური გამოწვევა იმ მთავრობებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ არაფრის გაკეთება – მათ არ გამოუწვევიათ ეს და ისინი ხედავენ, რომ ფასები იზრდება“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის გამოთვლებით, შესაძლოა, მოხდეს სურსათის ფასების “უზარმაზარი”, 37%-იანი ზრდა, რასაც განსაკუთრებული ზემოქმედება ღარიბ მოსახლეობაზე ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები