სამშვიდობო შეთანხმება დარღვეულია, ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე ახალი იერიში მიიტანა
ისრაელის საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, კვლავ განახლდა ცეცხლი ღაზას სექტორში. დაირღვა 72- საათიანი სამშვიდობო შეთანხმების ყველა პირობა. დღეს დილით ისრაელის არმიის ერთი ჯარისკაცის გატაცების შემდეგ, არტილერიამ ღაზას მიმართულებით კვლავ ცეცხლი გახსნა. სამხედრო შტაბის ინფორმაციით, ებრაელი ჯარისკაცი გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს რაფახის რაიონში, რომელიც ღაზას სექტორის საზღვარზე მდებარეობს. სწორედ აღნიშნული მოვლენის შემდეგ დაიწყო ორმხრივი სროლა, რაც მოგვიანებით საარტილერიო ცეცხლში გადაიზარდა. ებრაელი სამხედროების თქმით, სანამ პალესტინელები არ დააბრუნებენ გატაცებულ ჯარისკაცს, საარტილერიო ცეცხლი არ შეწყდება, ეს ინფორმაცია მიეწოდა ეგვიპტის მხარესაც, რომელიც კონფლიქტში მედიატორის როლს ასრულებს.