ქალაქ შახტიორსკის მიდამოებში 10 უკრაინელი მედესანტე დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ შახტიორსკში ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის დროს 10 უკრაინელი მედესანტე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია სამხედრო შტაბის პრესსამსახურმა გაავრცელა.
,,დაიღუპა ეროვნული არმიის ათი მედესანტე, რვა ცხედარი უკვე გადატანილია კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილი ორი ცხედრის ტრანსპორტირებისთვის”, – განაცხადა სამხედრო შტაბის პრესსამსახურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები