მიხეილ სააკაშვილი: უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება, საქართველო გასაერთიანებელია
“უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება, საქართველო გასაერთიანებელია, ჩიხიდანაა გამოსაყვანი, ჩვენი ისტორია გასაგრძელებელია”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას პოლიტიკის არქონის გამო დიდი ეკონომიკური გამოწვევები აქვს.
“ქართველები უნდა იყვნენ ბედნიერები საკუთარ ქვეყანაში, ქვეყნიდან გაქცევა უნდა შეჩერდეს და წერტილი დაესვას. ძალიან დიდი ეკონომიკური გამოწვევები გვაქვს პოლიტიკის არქონის გამო. თითოეულ ქართულ ოჯახს კატასტროფულად გაუჭირდა. ყველაფერ ამის გადალახვა შეიძლება სულ რამდენიმე თვეში”, – აღნიშნა სააკაშვილმა.