ირინა ვერეშჩუკი: უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა მეხუთედ განხორციელდა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა მეხუთედ განხორციელდა.

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ცნობით, შედეგად, უკან 76 უკრაინელი დაბრუნდა.

“გათავისუფლებულთა შორის 60 სამხედროა, მათ შორის – 10 უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი.რაც შეეხება 16 პირს, ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან”, – აცხადებს უკრაინის ვიცეპრემიერი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები