“ზელენსკი განცხადებებს იმის მიხედვით აკეთებეს, თუ რას სვამს ან ეწევა” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებებს იმის მიხედვით აკეთებს, “თუ რას სვამს ან ეწევა”.

ამის შესახებ მან India Today-თან ინტერვიუში თქვა.

“ის ბევრ რამეს ამბობს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას სვამს ან ეწევა. ბევრ რამეს ამბობს”, – თქვა დიპლომატმა, რომელსაც ჟურნალისტმა ზელენსკის სიტყვების კომენტირება სთხოვა იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინაში შესალოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე დასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტებიც საუბრობდნენ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები