“უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა არ განიხილება” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში “სპეცოპერაციის ფარგლებში”, ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა არ განიხილება.

ამის შესახებ მან India Today-თან ინტერვიუში თქვა.

კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს, რუსმა დიპლომატმა თქვა, “რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას არ განიხილავს, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ჩვეულებრივ იარაღზე“.

ჟურნალისტის დაზუსტებაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე, ლავროვმა თქვა, რომ არ სურს იმის კომენტირება, “რაც არც ისე ადეკვატური ადამიანის მიერ არის ნათქვამი”.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები