მარიუპოლის მერის მრჩეველი: ოკუპანტები აგრძელებენ მოქალაქეების გამოყენებას სნაიპერების სატყუარად

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრ ანდრიუშჩენკოს განცხადებით, ოკუპანტები ქალაქში დასახლებულ სექტორს ბომბავენ.

როგორც ის ტელეგრამზე წერს, რუსი ძალები მაიდენტიფიცირებელი თეთრი ლენტებით მშვიდობიან მოსახლეობას სნაიპერების სატყუარად იყენებენ.

“როგორც ხედავთ, ურწმუნოები აზოვსტალს ურტყამენ არა მხოლოდ ბომბებით, არამედ აგრძელებენ არტილერიითა და ტანკებით დარტყმას ლივობერეჟნის რაიონის საცხოვრებელ სექტორზე. ამავდროულად, გუშინ ურწმუნოებმა გახსნეს წვდომა სახლებიდან ნივთების შესაგროვებლად. იმ სავალდებულო თეთრი ლენტების გათვალისწინებით, რომელსაც რუსები იყენებენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებისთვის, ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყენებას უკრაინელი სნაიპერებისთვის “სატყუარად”, – წერს ანდრიუშჩენკო.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები